ჰოლივულის კინომსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ მოთხოვა ბოსნიის ლიდერებს დააჩქარონ ქვეყანაში 1990-იანი წლების სამოქალაქო ომის ლტოლვილების დაბრუნება. ეს მან სარაევოში მოულოდნელი სტუმრობისას განაცხადა. განცხადებაში, რომელიც გამოაქვეყნა გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ, რომლის კეთილი ნების ელჩია ჯოლი, მსახიობი იმედს გამოთქვამს, რომ გადაიდგმება ნაბიჯები, რომლებიც ამ ადამიანების ცხოვრებას გააუმჯობესებს. ჯოლი შეხვდა მაჰმადიანთა და ხორვატთა წარმომადგენლებს ბონსიის მმართველობაში და განიხილა ლტოლვილთა საკითხები.
ყველაზე პოპულარული
1