შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ჩრდილოეთ კორეაში გასამართლებული ამერიკის მოქალაქის გათავისუფლება მოახერხა. დღეს ჯიმი კარტერი და ამერიკის მოქალაქე აჯალონ გომესი ფხენიანიდან შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან. აპრილში გომესს სასამართლომ რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ჩინეთიდან ჩრდილოეთ კორეის საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებოდა. როგორც ჩრდილოეთ კორეული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, მან რამდენჯერმე თავის მოკვლაც სცადა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეაში გასამართლებულ ამერიკის მოქალაქეს ათავისუფლებს
ყველაზე პოპულარული
1