პარასკევს, ირანის ქალაქ დამჰანის სამხრეთში, ქვეყნის უდიდეს უდაბნოში, დაშთ-ე-ქავირში მოხდა მიწისძვრა, რომლის ბიძგების სიმძლავრე რიხტერის სკალით ექვს ბალს აღწევდა. ირანის "წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის" ორგანიზაციის თანახმად, მნიშვნელოვნად დაზიანდა შენობები დამჰანის მახლობელ ექვს სოფელში. მიწისქვეშა ბიძგები შეიგრძნეს თეირანშიც.