Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ”ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების მიღწევა შესაძლებელია”


ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების მიღწევა შესაძლებელია. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ თელ-ავივში, საკუთარი პარტიის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ოთხშაბათს ვაშინგტონში უნდა განახლდეს ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებები. ნეთანიაჰუს გარდა მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი და შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა. პალესტინის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეწყვეტენ მოლაპარაკებებს, თუკი ისრაელი მომავალშიც გააგრძლეებს მდინარე იორდანეს ნაპირებზე ებრაული დასახლებების მშენებლობას.

XS
SM
MD
LG