Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი: მთიანი ყარაბაღის საზღვარზე შეტაკებისას სამი სომეხი და ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპნენ


აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამი სომეხი და ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპნენ მთიანი ყარაბაღის საზღვარზე სროლის შედეგად. სამინისტროს განცხადებაში სომხეთს ადანაშაულებენ სამშაბათს მომხდარ ინციდენტში - ნათქვამია, რომ სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანელებზე თავდასხმა სცადეს. ხოლო სომხეთიდან გავრცელებული ცნობებით, ყარაბაღის ხელმძღვანელობა აზერბაიჯანის ჯარებს აკისრებს ინციდენტზე პასუხისმგებლობას. ამავე წყაროების ცნობით, დაიჭრა ერთი ყარაბაღელი სომეხი ჯარისკაცი, ხოლო აზერბაიჯანელი სამხედროების რიგებში დანაკარგია.
XS
SM
MD
LG