Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის ექვსი თანამშრომელი მეამბოხეებს გადაურჩნენ


საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის ექვსი თანამშრომელი, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, რომლებსაც თავს კონგოში დაესხნენ, ამჟამად უსაფრთხოდ არიან. ინფორმაცია თავდასხმის შესახებ, ოთხშაბათს გაავრცელა სააგენტო Associated Press-მა. მისი ცნობით, მეამბოხეებმა უოლიკელის აეროდრომზე დაცხრილეს საერთაშორისო სამედიცინი კორპუსის თვითმფრინავი, რომელშიც ერთი ქართველი, სამი ამერიკელი და ორი კონგოელი იმყოფებოდნენ. მათ შეძლეს თავი შეეფარებინათ ტყისთვის, სადაც ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენელთა დასახმარებლად გაეროს მშვიდობისდამცველები გაგზავნეს. საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის თანამშრომლები კონგოს ქალაქ გომაში გადაიყვანეს.
XS
SM
MD
LG