Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქრაძე: რუსეთმა ტერორიზმის საფუძვლები უნდა ეძებოს თავისსავე პოლიტიკაში


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთს ტერორიზმის საფუძვლების ძებნას მისსავე პოლიტიკაში ურჩევს. დავით ბაქრაძის შეფასებით, მოსკოვის ბრალდება პასუხია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებისადმი, რომელშიც ტერორიზმთან ბრძოლის მხრივ საქართველო სანიმუშო ქვეყნადაა მიჩნეული. ”სამწუხაროა, რომ ტერორიზმს სულ უფრო მეტი მსხვერპლი ჰყავს ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ რუსეთმა ამის საფუძველი უნდა ეძებოს საკუთარ პოლიტიკაში და არა საქართველოში”, - განაცხადა ბაქრაძემ.
XS
SM
MD
LG