7 სექტემბერს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ჯული გიორგაძე. 9-11 სექტემბერს ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მე-19 კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასპინძლობს. წლევანდელ კონფერენციას 39 ქვეყნიდან 160 წარმომადგენელი დაესწრება. კონფერენციის თემაა „ამომრჩეველთა ზუსტი სიის ფორმირება“. როგორც ჯული გიორგაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, მე-19 კონფერენციის გამართვა საქართველოში ხელს შეუწყობს როგორც ცესკოს, ასევე, ზოგადად, ქვეყნის წარმოჩენას საერთაშორისო დონეზე. სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებთან ურთიერთობა და მათი გამოცდილებების გაზიარება კი საუკეთესო გზაა საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის და საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტების დანერგვისთვის.
ამავე თემაზე
ამერიკული მოთხრობა

უკანასკნელი ეპიზოდი
მარიამ გურგენიშვილი კითხულობს ტრუმენ კეპოტის მოთხრობას “მირიამი”
ამერიკული მოთხრობა
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1