Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაროზო: ევროკავშირის ეკონომიკის გაჯანსაღება აჩქარდა


ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირის ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი აჩქარდა და წელს ზრდა უფრო დიდი იქნება, ვიდრე თავდაპირველად იყო ნავარაუდები. ბაროზომ დასძინა, რომ უმუშევრობის დონე ევროკავშირში მაინც ძალიან მაღალია. მან ეს განცხადება სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას გააკეთა. ბაროზომ თქვა, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში უნდა დაჩქარდეს სტრუქტურული რეფორმები და გაერთიანების 27-მა ქვეყანამ სოლიდარობა უნდა აჩვენოს.
XS
SM
MD
LG