Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიდელ კასტრო ირანის პრეზიდენტს აკრიტიკებს ანტისემიტური განცხადებების გამო


გავრცელებული ინფორმაციით, კუბის ყოფილმა პრეზიდენტმა ფიდელ კასტრომ ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი გააკრიტიკა ანტისემიტური გამონათქვამების და ჰოლოკოსტის უარყოფის გამო. როგორც იუწყებიან, კასტრომ ეს კრიტიკა გამოთქვა ამერიკულ ჟურნალ „ატლანტიკის“ კორესპონდენტ ჯეფრი გოლდბერგთან საუბრის დროს. გოლდბერგი ბოლოხანს იყო ჩასული კუბაში და თავის ბლოგში წერს, რომ კასტრო, რომელიც მრავალი წელია, მკაცრად აკრიტიკებს ისრაელს, რეპორტიორთან საუბარში არაერთხელ დაუბრუნდა ანტისემიტიზმის საკითხს და გააკრიტიკა აჰმადინეჟადი ჰოლოკოსტის (მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ექვს მილიონამდე ებრაელის სისტემატური განადგურების) უარყოფის გამო.
XS
SM
MD
LG