Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აშშ-ის უპილოტო თვითმრინავების იერიშების შედეგად 14 სავარაუდო ექსტრემისტი დახოცეს


პაკისტანის უშიშროების სამსახურის თანახმად, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების მესამე იერიშის დროს, დღეს, სულ მცირე კიდევ ოთხი მეამბოხე დაიხოცა. დღეს უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელებული ორი იერიშის შედეგად, 10 სავარაუდო ექსტრემისტის დახოცვის შესახებ იუწყებოდნენ. პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, იერიშები განხორციელდა ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონში, ჩრდილოეთ ვაზირისტანში, რომელსაც თალიბანისა და ალ-ყაიდის მებრძოლები იყენებენ მეზობელ ავღანეთში განთავსებულ მრავალეროვან ჯარებზე თავდასხმების მოსამზადებლად.
XS
SM
MD
LG