Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ იძულებით გადაადგილებული ადამიანების საკუთრების შეძენისაგან


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა მდგომარეობას შეეხება. გაერო დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოში კონფლიქტების შედეგად დემოგრაფიული სიტუაციის ძალადობრივად შეცვლას და ადასტურებს იძულებით გადაადგილებული ყველა პირის და მათი შთამომავლების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამავე რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აუცილებელია იძულებით გადაადგილებული პირების ქონებრივი უფლებების დაცვა. გაეროს გენერალური ასამბლეა ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ იძულებით გადაადგილებული ადამიანების საკუთრების შეძენისა და მათი ქონებრივი უფლებების დარღვევისგან. რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაეროს წევრმა 50-მა ქვეყანამ, 17 წინააღმდეგი იყო, 86-მა კი, თავი შეიკავა.
XS
SM
MD
LG