Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში ტერაქტი აღკვეთეს


დაღესტანში ჰიდროელექტროსადგურზე ტერაქტი აღკვეთეს. სამართალდამცავების ცნობით, ოთხშაბათს. ჰიდროელექტროსადგურის სამანქანო დარბაზში 3 კილოგრამამდე ტროტილის ეკვივალენტი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. მასთან ახლოს იყო ”ნაღმი-ხაფანგიც”. ასაფეთქებელი მოწყობილობა ოთხშაბათს ღამით ხანძრის შემდეგ იპოვნეს. ინტერფაქსის ცნობით, სამართალდამცავები ეძებენ ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც ხანძრამდე ნახევარი საათით ადრე გაუჩინარდა.
XS
SM
MD
LG