Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მცირე ეკლესიის მეთაურმა გააუქმა ყურანის დაწვის გეგმა


აშშ-ის ფლორიდის შტატის მცირე ეკლესიის მამამთავარმა, ტერი ჯონსმა გამოაცხადა, რომ ის აუქმებს შაბათის, 11 სექტემბრისთვის დაგეგმილ აქციას, დაწვას ყურანის ასლები. ჯონსმა თქვა, რომ გეგმის გაუქმების გადაწყვეტილება უკავშირდება 11 სექტემბრის ტერაქტების ადგილზე დაგეგმილი „ისლამური ცენტრის“ ხელმძღვანელობის თანხმობას , რომ ცენტრს სხვაგან გახსნიან. ნიუ იორკის იმამთან ასეთი შეთანხმების ნამდვილობა, ჯერ არ დაუდასტურებიათ. ყურანის დაწვის გეგმა მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერებმა მძაფრად გააკრიტიკეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოუწოდა ეკლესიას, უარი თქვას გეგმაზე 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის წლისთავზე ყურანის დაწვის შესახებ. ამრიკულ ტელეკომპანიასთან საუბარში ობამამ გეგმას „დამანგრეველი“, საშიში „ტრიუკი“ და ალ ყაიდისთვის წვევამდელების გაწვევისთვის სასარგებლო საუწოდა. გეგმა დაგმო ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ მალიკიმაც, რომელაც თქვა, რომ ყურანის დაწვას „ექსტრემისტები ახალი მკვლელობების განხორციელების საბაბად გამოიყენებენ“. გეგმა გააკრიტიკა ვატიკანმაც. ასევე, სამი ყველაზე ხალხმრავალი მუსლიმური ქვეყნების, ინდონეზიის, პაკისტანის და ინდოეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ამ გეგმას შეუძლია რელიგიური კონფლიქტის გაღვივება და სთხოვეს ამერიკის ხელისუფლებას, აღკვეთოს ის. თვითონ ეკლესია აცხადებს, რომ ყურადღების მიქცევა სურს თავის შეხედულებაზე, რომ ისლამი „ბოროტი“ რელიგიაა.
XS
SM
MD
LG