Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკანასკნელი ინფორმაციით, ვლადიკავკაზში მომხდარ აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა


უკანასკნელი ინფორმაციით, გუშინ ვლადიკავკაზში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 120 კი დაშავებულია. როგორც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბორტნიკოვი აცხადებს, ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული სამი პიროვნებაა დაკავებული. პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ ტერაქტის უკან მდგომი ადამიანები სასწრაფოდ მოიძიონ, პრემიერი პუტინი კი რუს მუსულმან ლიდერებთან შეხვედრისას მოუწოდებს მათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ტერაქტების აღკვეთის პროცესში. შეერთებული შტატების პრეზიდენტი სპეციალურ წერილობით განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობს ჩრდილოეთ ოსეთში მომხდარ ტერაქტს. განცხადებაში ვკითხულობთ: ”ამერიკელი ხალხის გულები იმ ადამიანებთან არის, რომლებმაც სულ ახლახანს, საკუთარ თავზე იწვნიეს შემზარავი ტერორისტული აქტი”. შეგახსენებთ, გუშინ თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომანქანა ვლადიკავკაზის ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან ააფეთქა.

XS
SM
MD
LG