Accessibility links

site logo site logo

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლია მუხაშავრია


ლია მუხაშავრია, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი
10 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლია მუხაშავრია, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიმდინარე განხილვაზე. ზოგადად, ახალი კონსტიტუციის მიღების მნიშვნელობასა და იმ საკითხებზე, რომლებსაც საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია აქტუალურად თვლის. ლია მუხაშავრიას თქმით, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია ახლო მომავალში სახელმწიფო კომისიასთან შეხვედრასა და მოსაზრებების გაზიარებას აპირებს. ამას გარდა, საზოგადოებრივი კომისია მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ პოლიტიკურ პარტიას გაუწიოს კონსულტაცია მიმდინარე განხილვის პროცესში კვალიფიციური არგუმენტების მომზადებაში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG