ევროკავშირი მიესალმება თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს. წინასწარი შედეგებით, თურქეთის მოქალაქეთა 58% მხარს უჭერს კონსტიტუციაში 26 ცვლილების შეტანას, რომლებიც გულისხმობს აგრეთვე ჯარის მეტ ანგარიშვალდებულებას სამოქალაქო სასამართლოების მიმართ. თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ თურქეთის დემოკრატია ”გამარჯვებულია”. ოპონენტები კი შიშობენ, რომ ცვლილებები ერდოანის პარტიის პოზიციებს გაამყარებს. ევროკიმისა აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმები ”არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით”.
ყველაზე პოპულარული
1