Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვომ უარი თქვა სერბიასთან მოლაპარაკებებზე


პრიშტინამ სამშაბათს გამორიცხა სერბიასთან მოლაპარაკების შესაძლებლობა კოსოვოს სატაუსის თაობაზე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰაჩიმ ტაჩიმ განაცხადა, რომ კოსოვოს მიერ საკუთარი სტატუსის განსაზღვა „ერთხელ და სამუდამუდ დასრულებულია.“ განვლილ კვირაში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა ევროკავშრისა და სერბიის ერთობლივ რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს დიალოგის დაწყებისაკენ ბელგრადსა და პრიშტინას, რაც საჭიროა „თანამშრომლობის გაღრმავებისა და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისათვის.“ კოსოვოს თვითგამოცხადებული სახელმწიფო 70-მა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის 22-მა სახელმწიფომ აღიარეს.
XS
SM
MD
LG