Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გია ცაგარეიშვილი

გია ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი
გია ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი
14 სექტემბერს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი. გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატები გაიმართა ”პოლიციის შესახებ კანონში” ცვლილებების პროექტზე. კანონპროექტის თანახმად, პოლიციელს უფლება ეძლევა გონივრული ეჭვის საფუძველზე მოქალაქე შეაჩეროს და ზედაპირულად შეამოწმოს. კანონპროექტის ავტორები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ლაშა თორდია აცხადებენ, რომ ამ კანონპროექტის ერთადერთი მიზანი არის პოლიციელის სიცოცხლის უფლების დაცვა და მეტი არაფერი. აღნიშნულ კანონპროექტს მწვავე რეაქცია მოჰყვა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში გია ცაგარეიშვილი აღნიშნავს, პროექტი პირდაპირ ლახავს ადამიანის უფლებებს: ”ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვექნება გარანტია, რომ პოლიციელის მხრიდან რაიმე უკანონო ქმედებას არ ექნება ადგილი. ჩვენ მხოლოდ მის ”გონივრულ ეჭვზე” უნდა ვიყოთ დამოკიდებული და ვიცხოვროთ სტრესის ქვეშ, როდის გაუჩნდება ერთ-ერთ მათგანს გონივრული ეჭვი და როდის შეგვამოწმებს. ან რას ნიშნავს ეს ”გონივრული ეჭვი”? ჩვენ ამ შეკითხვაზე პასუხი კანონპროექტის ავტორებისაგან ვერ მივიღეთ. ერთ-ერთმა მათგანმა ისიც კი მითხრა - ნუთუ, ჰოლივუდის ფილმები არ გინახავსო?” - ამბობს ცაგარეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

This item is part of
XS
SM
MD
LG