Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალტერ კელინმა გამართა დევნილთა განსახლების კონცეფციის პრეზენტაცია


გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში ვალტერ კელინმა თბილისში გამართა დევნილთა განსახლების განახლებული კონცეფციის პრეზენტაცია. კონცეფციის თანახმად, დევნილთა დაცვა საქართველოს მთავრობის უშუალო ვალდებულებაა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების გარანტიათა არარსებობის გამო, დევნილები საკუთარ სახლებში ჯერჯერობით ვერ ბრუნდებიან და არც საარსებო წყარო აქვთ. შესაბამისად, უნდა მოხდეს ფოკუსირება მათ ადგილობრივ ინტეგრაციასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ რაიონებში დასახლებაზე. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ადგილობრივი ინტეგრაცია არ ნიშნავს დევნილებისთვის დაბრუნების უფლების ჩამორთმევას. კონცეფციაში ჩამოთვლილია იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები, მათ შორის დასაქმება და აღნიშნულია, რომ დევნილთა რეალური მდგომარეობის გასარკვევად არ ტარდება მათი სრულყოფილი გამოკითხვა. პრობლემათა შორის დასახელებულია იძულებით გადაადგილებულთა საცხოვრებლის, მიწისა და კერძო საკუთრების უფლების აღდგენა.
XS
SM
MD
LG