Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახმედ ზაკაევის განცხადებით, ის პოლონეთში იმყოფება


ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერი ახმედ ზაკაევი, მისივე განცხადებით, პოლონეთში იმყოფება დღეს დაწყებულ ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად. როგორც ზაკაევმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, ის არ აპირებს, დაემალოს ხელისუფლებას ქვეყანაში, სადაც სრულიად ლეგალურად ჩავიდა, ვიზის მიღების შემდეგ. მიმდინარე კვირაში პოლონეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ახმედ ზაკაევს დააპატიმრებს, თუ ის მართლაც ჩავიდა პოლონეთში. რუსეთი ზაკაევს ტერორისტად მიიჩნევს, ბრიტანეთში კი მას 2003 წლიან პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მინიჭებული. პოლონეთის პოლიციის პრესმდივანმა მარიუშ სოკოლოვსკიმ განაცხადა, რომ, რუსეთის თხოვნით, ინტერპოლს გაცემული აქვს დაპატიმრების ორდერი, რომლის საფუძველზეც პოლონეთი ვალდებულია, დააკავოს ზაკაევი.
XS
SM
MD
LG