Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები იწყებენ ორდღიან შეხვედრებს


დმიტრი მედვედევი და ვიქტორ იანუკოვიჩი ორი დღის განმავლობაში შეხვედრების სერიას გამართავენ. ისინი ერთმანეთს ორი ქვეყნის საზღვარზე - უკრაინის გლუხოვ სუმის ოლქსა და რუსეთის პრეზიდენტის ზავიდოვოს რეზიდენციაში შეხვდებიან. მედვედევი და იანუკოვიჩი ორმხრივ ურთიერთობაზე, მათ შორის - ენერგეტიკის, მეცნიერებისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ იმსჯელებენ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ავტო-გარბენში პეტერბურგი-მოსკოვი-კიევი.
XS
SM
MD
LG