Accessibility links

ნიკოლოზ ფრუიძე მექრთამეობის ბრალდებას უარყოფს


თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ნიკოლოზ ფრუიძესა და კომპანია "ენ-ფარმა პლუსის" დამფუძნებელს ზურაბ ნატროშვილს. პროკურატურის ინფორმაციით, ფრუიძემ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამით ვაქცინის შესაძენად გამართულ ტენდერში უკანონოდ გაამარჯვებინა კომპანია "ენ-ფარმა პლუსს”, ბიუჯეტი 700 ათასი ლარით დააზარალა და 25 ათასი დოლარის ქრთამი აიღო. თავად ფრუიძე მექრთამეობის ბრალდებას უარყოფს, საქმის დანარჩენ ნაწილში კი დუმილის უფლებას იყენებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG