Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებს რვა დაკავებული ირანელის გათავისუფლებას სთხოვს


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს გაათავისუფლოს რვა ირანელი, რომლებიც მისი თქმით, უკანონოდ არიან დაკავებულები. ინტერვიუში, რომელიც მან ამერიკულ ტელეახ ”ეი ბი სი” - ს მისცა, ის აცხადებს, რომ მისმა ქვეყანამ გადადგა ჰუმანური ნაბიჯი და გასულ კვირას გაათავისუფლა ამერიკელი ქალბატონი სარა შურდი, რომელიც 2009 წლიდან იყო დაკავებული. აჰმადინეჟადი ასევე შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს, როგორც გაეროს განცხადებაშია აღნიშნული, ბან კი მუნი მოუწოდებს ირანს, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვისაკენ. აჰმადინეჟადთან საუბრისას მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ირანი ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებით, კონსტრუქციულად ითანამშრომლებს საერთაშორისო საზოგადოებასთან.
XS
SM
MD
LG