Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბდულა გიული მოითხოვს ახლო აღმოსავლეთის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას


თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული აცხადებს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვა მოწოდებით გათავისუფლდეს ახლო აღმოსავლეთი ბირთვული იარაღისგან. მსგავსი მოწოდებით გიული ადრეც გამოსულა, თუმცა, ასოშიეიტედ პრესისთვის მიცემული კომენტარები ყურადღებას იქცევს ისრაელთან თურქეთის ურთიერთობების გაციების ფონის გამო. მიმდინარე წლის მაისში ისრაელი ღაზისკენ ჰუმანიტარული მისიით მიმავალ თურქულ გემს დაესხა თავს. მაშინ თურქეთის რვა მოქალაქე და ერთი ამერიკის მოქალაქე თურქი დაიღუპა
XS
SM
MD
LG