Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და აშშ პასუხს სთხოვენ უკრაინის მთავრობას უკრაინელი ჟურნალისტის გაუჩინარების გამო


ევროკავშირი და აშშ უკრაინის მთავრობას ჟურნალისტ ვასილ კლიმენტიევის გაუჩინარების გამო პასუხს სთხოვენ. კლიმენტიევი გაზეთ ”ნოვი სტილ”-ის მთავარი რედაქტორია. ის 11 აგვისტოს გაუჩინარდა და ვარაუდობენ, რომ ცოცხალი აღარ არის. ევროკავშირი მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტს საკუთარი მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანოს კლიმენტიევის გაუჩინარების საქმე. აშშ კი მოუწოდებს უკრაინის მთავრობას დაიცვას პრესის თავისუფლება იმისათვის, რომ ებრძოლოს კორუფციას. ორივე განცახდება ვენაში, ეუთო-ს შეხვედრაზე გავრცელდა. მომავალ თვეში ეუთო უკრაინაში გაგზავნის თავის წარმომადგენელს პრესის თავისუფლებაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად.
XS
SM
MD
LG