Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ძიუდოს ნაკრების ახალ მწვრთნელს დანიშნავენ


ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დღეს ძიუდოს ნაკრების ახალ მწვრთნელს დანიშნავენ. ამ დროისთვის ძიუდოს ძირითადი ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატურა სოსო ლიპარტელიანი განიხილება, რომელსაც რეკომენდაციები სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან უკვე გაუწიეს. სოსო ლიპარტელიანი ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელია და მან ბოლო პერიოდის განმავლობაში ნაკრებს საკმაოდ ბევრი წარმატება მოუტანა. მათ შორის იყო რამდენიმე დღის წინ გამართული ევროპის ჩემპიონატი, სადაც ქართველმა ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

XS
SM
MD
LG