საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჯერჯერობით უკომენტაროდ ტოვებს კონტროლის პალატის დასკვნას და განმარტავს, რომ განცხადებას დოკუმენტის გაცნობის შემდეგ გაავრცელებს. კონტროლის პალატის აუდიტის დასკვნით, ფინანსთა სამინისტროსა და ფირმა "კონგარის" საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულებამ ბიუჯეტი 61 446 ლარით დააზარალა, 322 600 კი, არაეკონომიურად და არამიზნობრივად დაიხარჯა. საუბარია ტენდერზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ბროშურების გამოსაცემად ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, ფირმა "კონგარი" რეგისტრირებულია თბილისში, ყაზბეგის 29 ა-ში, თუმცა ამ მისამართზე მხოლოდ საცხოვრებელი ბინებია.
ყველაზე პოპულარული
1