Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიამ გაათავისუფლა ჩინეთის თევზსაჭერი გემის კაპიტანი


იაპონიამ გაათავისუფლა ჩინეთის თევზსაჭერი გემის კაპიტანი, რომლის ორი კვირის წინ დაპატიმრებას მოჰყვა უკანასკნელი წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ყველაზე უარესი დიპლომატიური დაპირისპირება. კაპიტანი ჟან კისიონი 8 სექტემბერს დააპატიმრეს მას მერე, რაც მისი თევზსაჭერი გემი დაეჯახა იაპონიის სანაპირო დაცვის ორ ხომალდს ჩინეთის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულის მახლობლად. შეჯახებისას არავინ დაშავებულა. იაპონიის პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, კაპიტანს განზრახ ქმედება არ ჩაუდენია, ხოლო „იმ გავლენიდან გამომდინარე, რომელიც იაპონიის ხალხზე და იაპონია-ჩინეთის ურთიერთობაზე ამ ამბავმა მოახდინა, გადავწყვიტეთ რომ აღარ ღირდა კაპიტნის საპატიმროში გაჩერება და მის გარშემო გამოძიების წარმოება.“
XS
SM
MD
LG