Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტმა მძაფრად გააკრიტიკა ირანის პრეზიდენტი


ნობელის პარემიის ლაურეატმა ხოსე რამოს-ორტამ, მცირე აზიური სახელმწიფოს, აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტმა, გააკრიტიკა ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი და მის გამონათქვამს, რომ აშშ მთავრობამ ითამაშა როლი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მოწყობაში, „უხამსობა“ უწოდა. რამოს-ორტამ გაეროს გენერალური ასამბლებაზე გამოსვლისას თქვა, რომ აჰმადინეჟადი ძალზე შორს წავიდა შეფასებებში და ისინი ჰოლოკოსტის მიმართ ირანის პრეზიდენტის სკეპტიციზმს შეადარა.ეს ყველაზე მკაცრი საჯარო კრიტიკაა, რომელიც აჟამადინეჟადის მიმართ გამოითქვა სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან. რამოს-ორტას ნობელის პრემია 1996 წელს მიენიჭა თავისი ქვეყნის, აღმოსავლეთ-ტიმორის დამოუკიდებლობის მიღწევის საქმეში წვლილისთვის. აღმოსავლეთ-ტიმორი დამოუკიდებელი 2002 წელს გახდა.
XS
SM
MD
LG