Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში, კავკასიის მთებში, სათხილამურო ლიფტის მშენებლობისას შვეულმფრენი ჩამოვარდა


„რია-ნოვოსტის“ ცნობით, ორი პირი დაიღუპა შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად რუსეთის სამხრეთში, სათხილამურო ლიფტის მშენებლობისას, კავკასიის მთებში. არეალი, სადაც ლიფტს აგებენ, საიდუმლო დასასვენებელ ადგილად მიიჩნევა, რომელსაც პრემიერი პუტინი იყენებს ხოლმე. შვეულმფრენს სამშენებლო მასალა გადაჰქონდა ლუნნაია პოლიანაში, რომელიც ოფიციალურად სამეცნიერო ცენტრად არის გამოცხადებული. მაგრამ, რუსეთის ოპოზიციის თანახმად, მშენებლობას კრემლი განაგებს და იქ პუტინი ისვენებს ხოლმე.
XS
SM
MD
LG