Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეის ლიდერმა თავის ვაჟსა და დას გენერლის წოდება მიანიჭა


გავრცელებული ცნობებით, ჩრდილოეთი კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ირმა, თავის მესამე და უმცროს ვაჟს, კიმ ჩენ უნს, გენერლის წოდება უბოძა. ოფიციალური მედიის ცნობით, ასეთივე წოდება მიენიჭა ლიდერის დას, კიონ-ჰუის. ეს განცხადება ფხენიანში ქვეყნის მმართველი კომუნისტური პარტიის ყრილობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა. ყრილობაზე პარტიამ თავისი მმართველი საბჭო უნდა აირჩიოს და როგორც ბევრი ვარაუდობს, მასზე იმ ლიდერის ვინაობაც უნდა გამოიკვეთოს, რომელიც მომავალში კიმ ჩენ ირს შეცვლის. როგორც იუწყებიან, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე კიმ ჩენ ირი თავის მემკვიდრედ სწორედ უმცროს ვაჟს, კიმ ჩენ უნს მიიჩნევს. კიმ ჩენ უნის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი - გავრცელებული ცნობებით, ის დაახლოებით 27 წლისაა და განათლება შვეიცარიაში აქვს მიღებული.
XS
SM
MD
LG