Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ მიტჩელი ცდილობს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები გადაარჩინოს


აშშ-ის ემისარი ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ მიტჩელი დღეიდან შეეცდება გადაარჩინოს ისრაელი-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებები. ეს პროცესი ახლახან განახლდა და მას საფრთხე შეუქმნა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების მშენებლობაზე დაწესებული მორატორიუმის ამოწურვამ. ისრაელმა არ გაითვალისწინა აშშ-ის რჩევა მორატორიუმის გაგრძელების შესახებ. დღეს ჯორჯ მიტჩელს დაგეგმილი აქვს იერუსალიმში შეხვდეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის თავდაცვის მინისტრ ეჰუდ ბარაკ. ხუთშაბათს კი მიტჩელი რამალაში შეხვდება პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს, რომელმაც მოლაპარაკებების გაგრძელება-შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მიღება დროებით გადადო.
XS
SM
MD
LG