Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მოუწოდებს ირანს ითანაშრომლოს გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოსთან


გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ ირანის ინტერსეში უნდა შედიოდეს „დაალაგოს ურთიერთობა“ საერთაშორისო საზოგადოებასთან, მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე. ამის ერთადერთ საშუალებას, ჩურკინის თქმით, წარმოადგენს „კონსტრუქციული დიალოგი“ თეირანსა და ექვს სახელმწიფოს შორის, რომლებიც ცდილობენ მოაგვარონ მოლაპარაკებების საკითხი ირანთან. ჩურკინი კვლავ გამოვიდა მოწდებით, რათა ირანის პრობლემა გადაწყდეს დიპლომატიური მეთოდებით. რუსეთის წარმომადგენლის თანახმად, ირანის მიმართ გაეროს სანქციები უნდა გამხდარიყო სიგნალი თეირანისათვის, რათა ბიძგი მიეცა ირანისათვის დაეწყო სრულფასოვანი თანამშორმლობა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან.
XS
SM
MD
LG