Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ეკვადორში გადატრიალების მცდელობას გამოეხმაურა


საქართველოს ხელისუფლება გმობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ეკვადორში 30 სექტემბერს. "მსურს აღვნიშნო, რომ თქვენ გყავთ დიდი მეგობარი საქართველოში და გისურვებთ წარმატებას ეკვადორის პრეზიდენტის პოსტზე თქვენი მოვალეობის შესრულებაში", - ნათქვამია თავის ეკვადორელი კოლეგისადმი მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში. პარასკევს ეკვადორის ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ კიტოში, პოლიციის ქვედანაყოფებმა ხელთ იგდეს რამდენიმე მნიშნელოვანი ობიექტი და და პროტეტსი გამოთქვამდენენ ზოგიერთი პრივილეგიის გაუქმების გამო. ეკვადორის პრეზიდენტმა რაფელა კორეამ მათი მოქმედება შეაფასა, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რისთვისაც პოლიციის მანიპულირება მოახდინეს.
XS
SM
MD
LG