ისლამაბადმა განაცხადა, რომ ავღანეთში მოქმედი ნატოს ძალებისათვის ტვირთების ტრანზიტი პაკისტანის გავლით მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც გაუმჯობესდება უსაფრთხოების მდგომარეობა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში. კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე, პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბევრი პაკისტანელი აღშფოთებულია საერთაშორისო ძალების იერიშებით მათი ქვეყნის ტერიტორიაზე. კოალიციური ძალებისათვის ტვირთების ტრანზიტი დაიბლოკა ამასწინანდელი ავიადარტყმების შემდეგ, როდესაც პაკისტან-ავღანეთის საზღვრისპირა რაიონში სამი პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. თუმცა, აშშ-ში პაკისტანის ელჩმა ჰუსეინ ჰაყანიმ არ გამორიცხა, რომ ტვირთების მიწოდება მალევე განახლდეს.
ყველაზე პოპულარული
1