Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან ოთხი წელი შესრულდა


დღეს ოთხი წელი შესრულდა ცნობილი რუსი ჟურნალსტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან. პოლიტკოვსკაია, რომელიც მაშინდელ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ჩეჩნეთში ომის კრიტიკოსი იყო, მოსკოვში, მისივე სახლის ლიფტთან გამოასალმეს სიცოცხლეს, რაც ბევრს მიაჩნია დაკვეთილ მკვლელობად. რუსეთის მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსტამ მახმუდოვის დასაკავებლად. გარდა ამისა, თებერვლამდე გაგრძელდა საქმის გამოძიება. რუსი უფლებადამცველების განცხადებით, გამოძიების ხანგრძლივი წარუმატებლობა ცხადჰყოფს ამ ტიპის მკვლელობების დაუსჯელობის სინდრომს რუსეთში.
XS
SM
MD
LG