Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში სასამართლომ მოსწავლის მკვლელობაში ბრალად სცნო პოლიციელი


საბერძნეთში სასამართლომ სამუდამო პატიმრობის განაჩენი გამოუტანა პოლიციელს, ეპამინონდოს კორკონეასას, რომელიც დამნაშავედ სცნეს 2008 წელს მოსწავლის მოკვლაში. პოლიციელის თანამოსაქმეს სასამარლომ ათი წლით პატიმრობა შეუფარდა. განსასჯელების ადვოკატების თქმით, ისინი განაჩენს გაასაჩივრებენ. 15 წლის ალექსის გრიგოროპულოსი ათენში მოკლეს ახალგაზრდების ჯგუფსა და პოლიციელებს შორის ჩხუბის დროს. მის სიკვდილს საბერძნეთში ორკვირიანი მასობრივი არეულობა მოჰყვა. განსაჯელების მიმართ ექსტრემისტების მხრიდან მუქარის გამო, სასამარლო პროცესი ათენიდან ქალაქ ამფისაში გადაიტანეს.
XS
SM
MD
LG