Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი დღეს კოსოვოში ვიზიტით დაასრულებს ბალკანეთის ტურნეს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი კოსოვოს ეწვია, სადაც დღესვე დაასრულებს ორდღიან ტურნეს ბალკანეთში. კლინტონი პრიშტინაში ხვდება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ იაკუპ კრასნიკის და სხვა ოფიციალურ პირებს. სამშაბათს ბელგრადში ყოფნისას, კლინტონმა პრეზიდენტ ბორის ტადიჩს მოუწოდა, დაიწყოს კოსოვოსთან მოლაპარაკება. მანამდე კი, ბოსნიაში, კლინტონმა ქვეყნის მმართველ სამწევრიან პრეზიდიუმს მიმართა მოწოდებით, მიმართონ ზომებს ბოსნიის მეტი სტაბილურობის მისაღწევად.
XS
SM
MD
LG