Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი: გერმანიაში მულტიკულტურალიზმი დამარცხდა


გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიაში მულტიკულტურული საზოგადოების შექმნის მცდელობამ „სრული მარცხი“ განიცადა. მერკელი ამ განცხადებით შაბათს, ქალაქ პოტსდამში, მისი პარტიის - ქრისტიან-დემოკრატების - შეხვედრაზე გამოვიდა. მისი თქმით, გერმანიაში არ გაამართლა ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთა გვერდიგვერდ ცხოვრების პრაქტიკამ - საზოგადოებაში სრულად ინტეგრაციის გარეშე. მან გერმანიაში მცხოვრებ იმიგრანტებს მოუწოდა, მეტი გააკეთონ ინტეგრაციისთვის - მათ შორის გერმანული ენის დაუფლების გზით. გერმანიის კანცლერის განცხადებების ფონია მისი პარტიის მხრიდან განცდილი ზეწოლა, რომ ის უფრო მკაცრად უნდა მოეკიდოს გერმანიის საზოგადოებისგან მარგინალიზებული იმიგრანტების საკითხს.
XS
SM
MD
LG