Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელამ და ბელორუსიამ ნავთობის შესახებ ახალი შეთანხმება გააფორმეს


გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ვენესუელა ბელორუსიას 30 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს მიაწვდის. პროცესი 2011 წელს დაიწყება და სამი წლის განმავლობაში გასტანს. როგორც იუწყებიან, ხელშეკრულებას ხელი შაბათს მოეწერა, მინსკში ვენესუელის პრეზიდენტის, უგო ჩავესის ვიზიტის დროს. ვენესუელის დახმარებით „ბელორუსიის გადასამუშავებელ ქარხნებს მომავალი 200 წლის განმავლობაში მასალა არ მოაკლდებათო“, - განაცხადა ჩავესმა. ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ საფასურს არც ერთი მხარე არ ამხელს. ბელორუსია რუსეთის ნავთობის იმპორტის შემცირებას და ვენესუელისგან შესყიდვების გაზრდას ცდილობს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მას თავისი ნავთობის საექსპორტო გადასახადი მნიშვნელოვნად გაუძვირა.
XS
SM
MD
LG