გროზნოში, ჩეჩნეთის პარლამენტის ტერიტორიაზე ტერაქტის მცდელობა იყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენობაში ბოევიკებმა შეაღწიეს და ისმის სროლის ხმა. ზოგიერთი მონაცემით, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან თავი აიფეთქა თვითმკვლელმა ტერორისტმა. დაღუპულია ორი ადამიანი. შენობასთან საგანგებო ქვედანაყოფებისა და ჩეჩნეთის პრეზიდენტის უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მობილიზაცია მიმდინარეობს. გროზნოში იმყოფება რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რაშიდ ნურგალიევი.
ყველაზე პოპულარული
1