Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ახმედ ზაკაევის დაპატიმრების ახალი ორდერი გასცა


რუსეთმა ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერ ახმედ ზაკაევის დაპატიმრების ახალი ორდერი გასცა. მას 2001 წელს ჰქონდა გაცემული ზაკაევის დაპატიმრების ორდერი, მაგრამ, გენერალური პროკურატურის განცხადებით, ახალი პროცედურა საჭირო გახდა ახალ დანაშაულთა შესახებ მტკიცებულებების მოპოვებისა და კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების გამო. ზაკაევს, რომელსაც ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მინიჭებული, რუსეთი ტერორისტულ საქმიანობაში ადანაშაულებს. გასულ თვეში ის, რუსეთის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, დააკავეს ვარშავაში, სადაც ჩეჩენი ემიგრანტების კონფერენციაში მონაწილეობდა, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG