Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართული პარტია” ვახტანგ სუბელიანის დაკავებას შანტაჟის მცდელობად აფასებს


სოზარ სუბარის ძმის, ვახტანგ სუბელიანის დაკავებას ”ქართული პარტია” პოლიტიკურ ანგარიშსწორებად და შანტაჟის მცდელობად აფასებს. თბილისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კოკა გუნცაძემ განაცხადა, რომ "ხელისუფლება მძევლების აყვანის პრაქტიკასა და პოლიტიკური ნიშნით დევნას განაგრძობს და მასობრივი დაპატიმრებებით ცდილობს საზოგადოებაში შიშის დანერგვას". გუნცაძის თქმით, ”ქართული პარტია” აცნობიერებს, როგორ რეჟიმთან აქვს საქმე და ბრძოლის გასაგრძელებლად მზად არის. სოზარ სუბარის ძმა ერთ-ერთია რამდენიმე კომპანიის თანამშრომელთა შორის, რომლებიც, შსს-ს ცნობით, ყალბი ანგარიშ-ფაქტურების დამზადებით სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვნად დაზარალების ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.
XS
SM
MD
LG