სამხრეთ ავღანეთში, ნატოს საჰაერო იერიშის შედეგად, მოკლულ იქნა 20-ზე მეტი მეამბოხე - ამის შესახებ იუწყება საერთაშორისო ძალების სარდლობა. მისი მონაცემებით, იერიში განხორციელდა მას შემდეგ, რაც ნატოს შვეულმფრენს მიწიდან ცეცხლი გაუხსნეს. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილზე, აღმოჩენილ იქნა დიდი რაოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება. ნატოს ძალების სარდლობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იერიშს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ყველაზე პოპულარული
1