Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი ერაყში სამგზავრო ავიარეისებს განაახლებს


ბაღდადის აეროპორტში დაეშვა საფრანგეთის ავიალაინერი - ერთ-ერთი პირველი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელმაც პირდაპირ დასავლეთ ევროპიდან შეასრულა ფრენა ერაყის დედაქალაქში სპარსეთის ყურეში ომის შემდეგ. ავიაკომპანია „ეგლ აზურის“ თვითმფრინავმა შაბათს აიღო სტარტი პარიზში და კვირას დილით დაეშვა ბაღდადში. მასში საფრანგეთის საქმიანი წრეების ლიდერები იმყოფებოდნენ. ავიაკომპანია აცხადებს, რომ ერთ-ორ თვეში დაიწყება რეგულარული კომერციული ფრენა და მალე ბილეთების შეძენა იქნება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG