Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას მოსკოვში დაკავებულ იქნა ოპოზიციის არასანქცირებული აქციის 27 მონაწილე


კვირას მოსკოვში დაკავებულ იქნა ოპოზიციის არასანქცირებული აქციის 27 მონაწილე. როგორც ინტერფაქსი მოსკოვის შინაგან საქმეთა სამმართველოზე დაყრდნობით იტყობინება, კერძოდ, დაკავებულია აქტივისტთა ჯგუფი, რომლის წევრებიც სადოვოე კოლცოს გადაკეტვას ცდილობდნენ. ქალაქის ცენტრში, ტრიუმფულ მოედანზე პირველად გაიმართა ხელისუფლების მიერ სანქცირებული მიტინგი შეკრების თავისუფლების მოთხოვნით. სამართალდამცველთა თქმით, მასში რვაასამდე ადამიანი მონაწილეობდა, როგორც ეს ხელისუფლების მიერ იყო ნებადართული. ოპოზიციური კოალიციის, "სხვა რუსეთის" ერთ-ერთმა ლიდერმა ედუარდ ლიმონოვმა, რომელიც არ ეთანხმება ხელისუფლების მიერ შემოღებულ შეზღუდვებს, ალტერნატიული აქცია ჩაატარა.
XS
SM
MD
LG