ბაღდადში გათავისუფლებულია მეამბოხეთა მიერ აყვანილი 40-ვე მძევალი. როგორც ერაყის სამხედროები იტყობინებიან, უშიშროების ძალებმა იერიში მიიტანეს ასირიულ კათოლიკურ ეკლესიაზე, რომელზეც მანამდე თავდასხმა განხორციელდა. დაჯგუფება „ერაყის ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელმა ტელეარხ „ალ ბაღდადიას“ რედაქციაში დარეკა და ერაყსა და ეგვიპტეში „ალ ყაიდის“ წევრი ყველა პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა. მანამდე, კვირას, ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ამ დაჯგუფების ექსტრემისტები თავს დაესხნენ ბაღდადის ბირჟის შენობას და ორი მცველი მოკლეს.
ყველაზე პოპულარული
1