Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პარლამენტში ხუთი პარტია იქნება წარმოდგენილი


ყირგიზეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების განცხადებით, ახალ პარლამენტში ხუთი პარტია იქნება წარმოდგენილი. ამასთან, 10 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, უმრავლესობა არც ერთს არ რგებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ „ატა-იურტმა“, „არ-ნამისმა“, „რესპუბლიკამ“ და მთავრობის მომხრე ორმა პარტიამ - სოციალ-დემოკრატებმა და „ატა-მეკენმა“ პარლამენტში მოსახვედრად ხმების საკმარისი რაოდენობა მოიპოვეს. ყველაზე მეტი, 28 მანდატი ერგო „ატა-იურტს“ - ნაციონალისტურ პარტიას, რომელსაც მრავალი მხარდამჭერი ჰყავს ეთნიკურ ყირგიზებს შორის სამხრეთ ყირგიზეთში. ყირგიზეთის ახალი კონსტიტუციით, გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანო პარლამენტი იქნება.
XS
SM
MD
LG