Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში მოსახლეობის აღწერა დაიწყო


ჩინეთში დაიწყო დღეს მოსახლეობის აღწერა, რომელიც ათ წელიწადში ერთხელ ტარდება ხოლმე. აღწერა დაითვლის მოსახლეობას არა მათი ჩაწერის, არამედ ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ასეთი მეთოდით უკეთ დადგინდება დემოგრაფიული ცვლილება და გაირკვევა ჩინეთის უზარმაზარ ქალაქების რეალური მოცულობა. 2000 წლის აღწერით ჩინეთში მილიარდ სამას მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა.
XS
SM
MD
LG